ჯოზეფ ბორელი - მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ქვეყნის მდგრადობას გაზრდის
მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს პარტნიორობა ქვეყნის მდგრადობას გაზრდის, საშუალებას მისცემს, ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი ჩართულობა და განვავითაროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები“, – წერს ჯოზეფ ბორელი.