ჯოზეფ ბორელი - კიევში დღე თავშესაფრიდან დავიწყე, რადგან რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს თავშესაფარში იმყოფებოდა.
„კიევში დღე თავშესაფრიდან დავიწყე, რადგან რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ჯოზეფ ბორელი სამუშო ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში, უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება. ბორელმა უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივის ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას აღდგენის, რეკონსტრუქციისა და განვითარების გზით.