ჯოზეფ ბორელი - ისრაელის ძალებმა ბეირუთში ჯანდაცვის მუშაკები სამიზნედ აქციეს, ხალხი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არის მოკლებული, ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ბეირუთში მდებარე სამედიცინო ცენტრზე მიტანილი ავიაიერიში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით კვლავ სამიზნედ აქციეს ჯანდაცვის მუშაკები ცენტრალურ ბეირუთში: შვიდი ადამიანი, მათ შორის სამხედრო ექიმები დაიღუპა. სამოქალაქო პირები არა მხოლოდ თავდასხმების მსხვერპლი ხდებიან, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, არამედ ისინი მოკლებული არიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მე ვგმობ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ამ დარღვევას“, – წერს ბორელი.
როგორც ისრაელში აცხადებენ, გუშინ ღამით ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიში სამიზნე იყო სამედიცინო ცენტრი, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.