ჯოზეფ ბორელი - გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც მოიცავს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებსა და ენერგეტიკულ სექტორს
ჯოზეფ ბორელი - გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც მოიცავს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებსა და ენერგეტიკულ სექტორს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას ეხმაურება.

ბორელი აღნიშნავს იმ სექტორებს, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები შეეხებათ.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრ კომპლექტზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევას. ის სამიზნეში იღებს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას, სამხედრო დანაშაულებს. მათ შორის, სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში“, – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ახალი სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ გაურთულოს პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება.