ჯოზეფ ბორელი - კარი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი
ჯოზეფ ბორელი - კარი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი

კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ნიშნავს, ყველამ იცის, – ამის შესახებ ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს.

„კარი გაიღო, ახლა თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ კარში და ყველამ იცის, რას ნიშნავს ამ კარში შესვლა. ეს არის დამსახურბებზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა დაკმაყოფილდეს, რეფორმები უნდა გატარდეს. მეტს ვერ მოვითხოვთ. ნუ ეძებთ კატის მეხუთე ფეხს. კარი ღიაა და საუბარია იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ყველასთვის არის წარდგენილი“, – განაცხადა ბორელმა.