ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რომ ქალაქ შუშაში ვიქტორ ორბანის ვიზიტი უნგრეთისა და თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელდა
ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რომ ქალაქ შუშაში ვიქტორ ორბანის ვიზიტი უნგრეთისა და თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაც როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, ქალაქ შუშაში თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა. ამან ევროკავშირის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ორბანს შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანლემა, ჯოზეფ ბორელმა განმარტა, ორბანის ვიზიტი უნგრეთისა და თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოში შედგა. ბორელის თქმით, უნგრეთი როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნგრეთი საგარეო ასპარეზზე ევროკავშირს წარმოადგენს.

თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაცია 2009 წელს დაფუძნდა. უნგრეთს ამ ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს.