ჯოზეფ ბორელი - გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია, მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება
ჯოზეფ ბორელი - გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია, მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია.

„ეს არის ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ სხვა კანდიდატ ქვყენებთანაც ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება“, -აღნიშნა ბორელმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს.