ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90 პროცენტი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90 პროცენტი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90 პროცენტი, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბორელის თქმით, დარჩენილ 10 პროცენტს ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხავენ და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, ამის შესახებ წევრ ქვეყნებს ხვალ აცნობებს.

„კონკრეტული შეთავაზება ხვალ იქნება წარდგენილი. ამაზე წევრი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.