ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს - როდესაც რამე ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო, დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს - როდესაც რამე ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო, დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, ბორელმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყანაში მივლენილ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, უფრო სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას.

მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე.

„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა მოუწოდა დიპლომატებს, 24-საათიანი რეჟიმში იმუშაონ.

„რაიმე როცა ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო. არ მინდა, გავაგრძელო გაზეთებში იმის კითხვა, რომ რაღაც მოხდა ისე, რომ ჩვენს დელეგაციას არაფერი უთქვამს. თუ არ გაქვთ სრულად ინფორმაცია პირველ საათებში, უბრალოდ დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.