ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორელის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნულმა საკითხმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია წევრ ქვეყნებს შორის.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჯერ მხოლოდ საფრანგეთმა გამოთქვა მზაობა, კიევს სამხედრო თვითმფრინავები მისცეს. უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ ვაშინგტონშიც.