ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი თურქეთს არჩევნების დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს არჩევნების დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირებისკენ, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
ევროკავშირმა თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენების შემდეგ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, ამ საკითხისადმი ყურადღება გაამახვილოს.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეუთო-სა და ევროსაბჭოს საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის წინასწარი შეფასებები და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინონ ამ საკითხებზე. ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების გამჭვირვალობას სანდო და თანაბარ პირობებში“, – აღნიშნეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
დამკვირვებლების ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის არჩევნები მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაუსაბუთებელი უპირატესობითა და ხელისუფლების ოპონენტებზე ზეწოლით გამოირჩეოდა, მაგრამ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.