ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
მისივე თქმით, მოუთმენლად ელოდება საქართველოში ევროპულ გზაზე წინსვლის ნახვას.
„დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ეს სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, მთელი ეს პოლიტიკური ძალები საქართველოში, გამოიყენებენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას, გაზრდიან ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.