ჯოზეფ ბორელი - ძალადობა ვერ განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს, ჩემი სოლიდარობა დანიის პრემიერ-მინისტრს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოცლიალურ ქსელში დანიის პრემიერ-მინისტრზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„შოკირებული ვარ დემოკრატიულად არჩეული კიდევ ერთი ლიდერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიით, ვგმობ ამას. ჩემი სოლიდარობა დანიის პრემიერ-მინისტრს. ძალადობა ვერ განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს“, – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ამასთნ, დანიელები ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადებიან.