ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უნდა შეგვეძლოს მოქმედება და არა ყოველდღიური კომენტარების კეთება, შეშფოთების გამოთქმა
ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უნდა შეგვეძლოს მოქმედება და არა ყოველდღიური კომენტარების კეთება, შეშფოთების გამოთქმა

ყოველდღიურად კომენტარები კი არ უნდა ვაკეთოთ და შეშფოთება გამოვთქვათ, არამედ უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება.

„როდესაც არ არის ერთსულოვნება (ევროკავშირში) დარჩენილმა უმრავლესობამ უნდა იმოქმედოს. ევროპამ უნდა განივითაროს ძალაუფლების მიმართ მადა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მოქმედება და არა ყოველდღიური კომენტარების კეთება, შეშფოთების გამოთქმა“, – აღნიშნა ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის მთავრობები საერთაშორისო კრიზისებში უნდა ჩაერიონ.