ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, გავაგრძელოთ ჩართულობა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის
რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურებთ ძალიან განსხვავებულ აღმოსავლეთ სამეზობლოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, უნდა გაგრძელდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა გაფართოების პროცესის პარალელურად.
„მოვისმინეთ მოწოდებები ევროკავშირის წარმომადგენლობის გაზრდისკენ, ინტეგრაციისკენ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტაციისკენ გამოწვევებისა და პარტნიორების განსხვავებული საჭიროებებისადმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე მე გთავაზობთ, გავაგრძელოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მამოძრავებელი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – განაცხადა ბორელმა.