ჯოზეფ ბორელი - ბევრს ვმუშაობთ, რათა შევცვალოთ თურქეთთან ურთიერთობის ნეგატიური სპირალი, განვაახლეთ თანამშრომლობა ომხრივი ინტერესის სფეროებში
ჯოზეფ ბორელი - ბევრს ვმუშაობთ, რათა შევცვალოთ თურქეთთან ურთიერთობის ნეგატიური სპირალი, განვაახლეთ თანამშრომლობა ომხრივი ინტერესის სფეროებში

ბევრს ვმუშაობთ, რათა შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობის ნეგატიური სპირალი. თავდაპირველად ყველაფერი გაცილებით რთულად იყო, თუმცა დღეს ჩვენ განვაახლეთ თანამშრომლობა ომხრივი ინტერესის სფეროებში, –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თურქეთთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, თურქეთის გეოპოლიტიკური რელევანტურობა გაიზარდა.

„თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური რელევანტურობა გაიზარდა, გაცილებით გაიზარდა. არსებულ ვითარებაში თურქეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასეა, რადგანაც გეოპოლიტიკური კონტექსტი გამოწვევებით არის სავსე, ისე, როგორც დიდი ხანია, არ ყოფილა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.