ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.
„აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის მათი უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ევროკავშირისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება“, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, მიიღოს შესაბამისი ზომები სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში.