ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ორშაბათს ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ორშაბათს ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბორელის განცხადებით, სანქციები დაუწესდებათ ბელარუსის იმ ავიაკომპანიებს და ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც ევროკავშირის საზღვართან მიგრანტთა მიყვანაში არიან გარეულნი.
მისი თქმით, იგეგმება ავიაკომპანიების და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა და ფინანსური აქტივების გაყინვა.
გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ მიგრანტთა კრიზისის საქმეში 30-მდე ოფიციალური პირია ჩართული, რომლებსაც შესაძლოა, ასევე დაუწესდეთ სანქციები. სანქციების დაწესება იგეგემება ბალარუსის ძირითადი აეროპორტების წინააღმდეგაც, რათა ავიაკომპანიებმა არალეგალი მიგრანტების ბელარუსში ჩაყვანა ვერ შეძლონ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში ორშაბათს გაიმართება.