ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შეძლეს
კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე.
მხარეებმა შეთანხმება ევროკავშირის შუამდგომლობით შეძლეს, რაც შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ კოსოვოსა და სერბეთის მთავარი მომლაპარაკებლები ევროკავშირის ხელშეწყობით შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აირიდონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ მათი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის წინადადებებზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.