ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან, თუმცა ყველა პალესტინელის წინააღმდეგ კოლექტიური სასჯელი უსამართლო იქნება
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან, თუმცა ყველა პალესტინელის წინააღმდეგ კოლექტიური სასჯელი უსამართლო იქნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ყველა პალესტინელის წინააღმდეგ კოლექტიური სასჯელი იქნება უსამართლო და არაპროდუქტიული. ეს იქნება ჩვენი ინტერესებისა და მშვიდობის ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა დასძინა, რომ ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, პალესტინის ხელისუფლება ჩვენი პარტნიორია“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.