ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საგამოძიებო უწყებებს ყველანაირი რესურსით დაეხმარება, რათა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევებისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს
გვქონდა საუბარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, როგორ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევებისთვის, ჩვენ მხარს დავუჭერთ პროკურორებს, როგორც ფინანსურად, ასევე ადგილზე არსებული ჩვენი გუნდით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამოძიება, მტკიცებულებების შეგროვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ეს იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭო, სადაც კიდევ ერთხელ დომინირებდა უკრაინაში არსებული ვითარება. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან. პირველი იყო ის, თუ როგორ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების ზრდაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროკურორებს როგორც ფინანსურად, ასევე ადგილზე არსებულ ჩვენ გუნდთან ერთად, რომელიც არის ევროკავშირის საკონსულტაციო მისია და რომელიც ომამდე უკრაინაში იმყოფებოდა, ახლა ადგილზე იქნება, რათა ითანამშრომლოს უკრაინის გენერალურ პროკურორთან, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოძიება და ადგილზე მტკიცებულებების შეგროვება“,- განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე რუსეთის მიმართ სანქციებზეც იყო საუბარი.
„ვაგრძელებთ მსჯელობას იმაზე, თუ როგორ განხორციელდეს სანქციები, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის ხარვეზი. ჩვენ ვზომავთ ამ სანქციების გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე და გავაგრძელებთ შემდგომ განხილვას, რათა დავინახოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კიდევ“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.