ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსება სჭირდება
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსება სჭირდება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსება სჭირდება. როგორც ბორელმა აღნიშნა, გასულ წელს ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი „გამაოგნებელი“ იყო – 291 მილიარდი ევრო, რაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს უტოლდება.

ბორელის განცხადებით, გასულ თვეში ჩინეთის მთავრობამ დააანონსა, რომ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში ინვესტიციების კუთხით. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტექნიკური ინდუსტრია კიდევ უფრო მკაცრი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდება.

„აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება ჩვენი ელექტროავტომობილებისთვის, მზის პანელებისა და მრეწველობის სხვა დარგებისთვის. ჩინეთთან თანამშრომლობა აუცილებელია ჩვენი დროის მთავარი გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება“, –  განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.