ჯოზეფ ბორელი 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ისაუბრებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ“ ისაუბრებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, ბორელი ევროპარლამენტარებს წარუდგენს განცხადებას სახელწოდებით „დემოკრატიის უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში“.
ასევე, ბორელი წარადგენს განცხადებას მოლდოვის მდგრადობის გაძლიერების შესახებ რუსული ჩარევის წინააღმდეგ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.