ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას დააკისრა პასუხისმგებლობა დაცვის ხაზის მოთამაშეების დეგრადაციაზე.
“ჩემი აზრით, გვარდიოლიზმმა გაანადგურა მცველების მთელი თაობა. ისინი ფიქრობენ იმაზე – როგორ წამოიწყონ შეტევა, იპოვნონ თავისუფალი სივრცე, მაგრამ არ იციან მოწინააღმდეგის დაჭერა.
დაცვიდან თამაშის იტალიური ტრადიცია განთქმული იყო დიადი მცველებით, რომლებსაც შეეძლოთ მეტოქის აყვანა. იტალიას სჭირდება ძლიერი თავდამსხმელები მწვერვალზე დასაბრუნებლად, მაგრამ ნამდვილი მცველებიც აუცილებელია”, – განუცხადა კიელინიმ Fox Sports Italia-ს.