ჯორჯიის შტატში შტორმ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
ჯორჯიის შტატში შტორმ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ავრცელებს.
გუბერნატორის ცნობით, სტიქიის შედეგად ათობით სახლია დაზიანებული, ბლოკირებულია 150-ზე მეტი ავტომაგისტრალი. შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ბრაიან კემპმა ათასი სამხედროს ჩართვის განკარგულება გასცა.
შტორმ „ჰელენს“ მსხვერპლი მოჰყვა სხვა შტატებშიც. კერძოდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა ჩრდილოეთ კაროლინაში. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ფლორიდაშიც.
აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ჰელენის“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის ქარიშხლიდან, ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა. სტიქიის შესუსტების მიუხედავად, უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კვლავ „საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათოა“.