ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც ბიულეტენების გადათვლას ხელმძღვანელობდა, თვითიზოლაციაში გადავიდა
ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც ბიულეტენების გადათვლას ხელმძღვანელობდა, თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც „ესოშიეიტიდ პრესი“ წერს, ბრედ რაფენსპერგერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ვიცე-გუბერნატორის ოფისში განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ რაფენსპერგერს „კოვიდ-19“-ი დაუდასტურდა, მის თანამშრომლებს ასევე მოუწევთ კარანტინში გადასვლა.
შეგახსენებთ, ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლა 13 ნოემბერს უნდა დაიწყოს. ეს პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს. ამ შტატში ლიდერობს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 49,52%-ი აქვს მიღებული, ხოლო ტრამპს 49,24%-ი. მცირე სხვაობის გამო, ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან.