ჯორჯიის შტატის სასამართლოს დიდმა კოლეგიამ სენატორ ლინდსი გრემისა და ორი ყოფილი სენატორისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა
ჯორჯიის შტატის სასამართლოს დიდმა კოლეგიამ სენატორ ლინდსი გრემისა და ორი ყოფილი სენატორისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა

ჯორჯიის შტატის სასამართლოს სპეციალურმა დიდმა კოლეგიამ სამხრეთ კაროლინის მოქმედი სენატორის, ლინდსი გრემისა და აშშ-ის ყოფილი სენატორების, დევიდ პერდუსა და კელი ლოფლერისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაცია გასცა.

დიდი კოლეგიის წევრები ბრალდებად „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მცდელობას“ ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ სამი პირიდან არცერთი არ ფიგურირებს გასულ თვეს ფულტონის ოლქის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში, სადაც, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა, 18 პირია ნახსენები.