ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის დროს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა
დასავლეთ ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის დროს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი” ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ანდრე ლონგმორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ოთხი ადამიანი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი.
„დღეს არის სამწუხარო დღე ჰემპტონში. ეს არ არის ნორმალური ჩვენთვის და როგორც პოლიციის დეპარტამენტი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს”, – ნათქვამია ჰემპტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 000 დოლარია დაწესებული. ქვეყნის შერიფმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მას, რადგან ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებულია.