ჯორჯიის შტატის მდივნის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შტატში მოპოვებულ ხმებს ხელახლა დაითვლიან
ჯორჯიის შტატის მდივნის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შტატში მოპოვებულ ხმებს ხელახლა დაითვლიან

ჯორჯიის შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შტატში მოპოვებული ხმების გადათვლა მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ჯორჯიის შტატში კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა.

ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მხოლოდ 1 579 ხმით უსწრებს. ჯორჯიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატებს შორის 0,5 პროცენტზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში, კანდიდატს უფლება აქვს ხმების გადათვლა მოითხოვოს. ხმების გადათვლის მოთხოვნა შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში არის შესაძლებელი.