ჯორჯიის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი დააკავა, რომელიც სხვა წევრებს მუქარის შემცველი წერილით აფეთქებით ემუქრებოდა
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი დააკავა, რომელიც სხვა წევრებს მუქარის შემცველი წერილით აფეთქებით ემუქრებოდა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, 25 წლის ნიკოლას უიმბიში ცდილობდა, წერილი გაესაღებინა, როგორც ერთ-ერთი რეგისტრირებული ამომრჩევლისგან ანონიმურად გაგზავნილი შეტყობინება, რომელთანაც მას პირადად 16 ოქტომბერს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. მედიის ცნობით, მომდევნო დღეს მან საარჩევნო ოლქის ინსპექტორს წერილი გაუგზავნა, თითქოს ის იმავე ამომრჩევლის მიერ იყო დაწერილი. წერილში საუბარი იყო, რომ უიმბიში „ფარული ლიბერალი გამყალბებელი იყო, რომელიც რიგში მყოფი ამომრჩევლების ყურადღების გადატანას ცდილობდა“ და რომ „უიმბიშის მსგავსი ადამიანები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან გაკვეთილს მიიღებენ არჩევნების მოპარვისთვის.“
ნიკოლას უიმბიშს პროკურატურამ აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი წერილისა და გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ განცხადებების მიწოდებისთვის ბრალი წაუყენა.