ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ამავე სკოლის 14 წლის მოსწავლეა
ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ამავე სკოლის 14 წლის მოსწავლეა.
ქალაქ უინდერის „აპალაჩის“ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი, კიდევ ცხრა ადამიანი დაჭრილია.
ეჭვმიტანილი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს. ის 14 წლის კოლტ გრეია.
გამომძიებლების ინფორმაციით, გასულ წელს ის სამართალდამცველებმა ინტერნეტში სკოლაზე თავდასხმის მოწყობის მუქარებთან დაკავშირებით დაკითხეს.
ჯორჯიის შტატის სკოლაში სროლა გუშინ მოხდა.