„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.
კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპს დღეს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ დიდუბის რაიონში:
ვახუშტი ბაგრატიონის N 2-დან N 46-ის ჩათვლით, N 1-დან N 37-ის ჩათვლით, ფოთის ქ. N 37-დან N 45-ის ჩათვლით, N 28-დან N 46-ის ჩათვლით, აკ.წერეთლის გამზირი N 8-დან N 136-ის ჩათვლით, N 1-დან N 91-ის ჩათვლით, აღმაშენებლის გამზ. N 144-დან N 184-ის ჩათვლით, N 135-დან N 197-ის ჩათვლით, წინამძღვრიშვილის ქ. N 135-137, N 180-დან N 200-ის ჩათვლით, თევდორე მღვდლის, წყალტუბოს, სტანისლავსკის, სამტრედიის, დ.ბაქრაძის, ხოშარაულის, გოგოლაურის, გაფრინდაულის, გვეტაძის, აგლაძის, კერესელიძის, ყიფიანის, ქუთაისის, ბორჯომის, აბასთუმნის, ცაბაძის, ყიფიანის, მეტრეველის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, ქუთაისის, გაფრინდაულის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, კედიას, ვანის, გვეტაძის, კერესელიძის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბაღის, მირცხულავას, კვინიტაძის ქუჩებს.
ვორონინის ქუჩას, გორის ქუჩას და გორის ქუჩის შესახვევს კი წყალმომარაგება 16 მარტის 01:00 საათიდან აღუდგება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს”, – აცხადებენ კომპანიაში.