„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური განვითარებისა და სისტემების დირექტორი - საოპერაციო ცენტრის მეშვეობით მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები, შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური განვითარებისა და სისტემების დირექტორი - საოპერაციო ცენტრის მეშვეობით მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები, შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

საოპერაციო ცენტრი „ჯივიპის“ ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.

საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც „ჯივიპის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17 ქვეყანაში აქვს დანერგილი.

„საოპერაციო ცენტრი „ჯივიპის“ ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს“, – განაცხადა „ჯივიპის“ ტექნიკური განვითარებისა და სისტემების დირექტორმა, ზურა ალფაიძემ.

„ჯივიპის“ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე, ჯამში, 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახური ავრცელებს.