„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე ხვალ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე ხვალ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ხვალ, 10 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა – ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განმარტებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

„უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას;  სოფლებს – კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოსა და დიდებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.