„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კრწანისის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდება
კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად იცვლება 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
ამასთან, ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში ასრულებენ. სარეაბილიტაციო პროექტში GWP 8,5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.