„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში კომპანიამ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, „ჯივიპი“ განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს. კომპანია დღეს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მესამე ეტაპს გლდანის V მ/რ-ში განახორციელებს. ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით საღამოს 22:00 საათიდან 4 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ხერგიანის, რაზმაძის, დ.შენგელაიას, ჯაბიძის ქუჩებს; ხიზანიშვილის ქუჩაზე გლდანის პარკს, გლდანის III მრ/რ-ის 4, 5, 7, 8, 11, 12, 13, 13ა, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 75, 77, 79, 80, 81, 82, 86, 87, 88 კორპუსებს; გლდანის V მრ/რ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 8ა, 9, 9ა, 10, 11 კორპუსებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“ – აცხადებენ კომპანიაში.