„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული უხვი ნალექით დატბორვის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე ჩატარდა აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები.
„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგების სისტემისა და ქსელის ინტენსიური რეცხვა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად.
ამ ეტაპზე, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.