„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ სამუშაოებსა და წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 21 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მაგისტრალურ მილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 21 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება და, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი გაირეცხება და წყალმომარაგება აღდგება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათიდან 22 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის ნაწილს, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.
მთწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, შანიძის, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს და მიდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართს; ოქროყანის დასახლებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.