„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - სამუშაოების შედეგად, წყალმომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, კომპანია აგრძელებს რთულ ტექნიკურ სამუშაოებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა დავით აღმაშენებლის ხეივანზე მე-16 კმ-ის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, წყალმომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია.
„ამ ეტაპზე წყალი მიეწოდება: ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს, მუხათგვერდს, რეაქტორის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, ხატაეთის, ბარონ დებაისა და მიმდებარე ქუჩებს; წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, წიწამურს; ზაჰესში – წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, მაყაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
დაზიანების სრულად აღმოსაფხვრელად კომპანია აგრძელებს რთულ ტექნიკურ სამუშაოებს, რის გამოც დღეს, 10 ნოემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდულ ექნება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის N211-ის II-IV კორპუსებს, ნუცუბიძის I, II, III, V მიკრორაიონს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს. გეგეჭკორის, ბარათაშვილის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, აფხაიძის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ქავთარაძის, ასათიანის, ჟღენტის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, თავხელიძის, ჩოლოყაშვილის, ციციშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. კაკლების დასახლებას, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის, თამარაშვილის, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ჯიქიას, იოსელიანის, თვალჭრელიძის, კაპანელისა და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას აგარაკებს.
ვაშლიჯვრის დასახლებაში – კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, გელოვანისა და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; დიღმის მასივის I კვარტალსა და მიმდებარე ქუჩებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
10 ნოემბერს, ღამის 01:00 საათზე დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ-ის მიმდებარედ, ქალაქის გასასვლელთან „ჯივიპის“ მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც „ჯივიპის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებენ კომპანიაში.