„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - სამგორის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდებათ
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. N 10-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: საფერავის, ჩხავერის, თაკვერის, ნაკადულისქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.
ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონშიც. კომპანია ლენტეხის ქ. N 1-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში: ლენტეხის, ოსიაურის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონსაც. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩიხლაძის ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: დიღომი 7-ში: ჩოხელის, გრ.ფერაძის, სარაჯიშვილის, კ.მელქაძის ქუჩებს დიღომი 8-ში: აკ.გელოვანის, გრ.ფერაძის, გ.ნიჟარაძისქ უჩებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.