„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - კომპანია დედაქალაქში  წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით ატარებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - კომპანია დედაქალაქში  წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით ატარებს

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია დედაქალაქში  წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით ატარებს.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან მოიპოვებს. მოპოვებული წყალი მრავალი კილომეტრი სიგრძის მილსადენებით სათავე ნაგებობებისკენ მიედინება, სადაც  იწმინდება და იფილტრება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ონკანებში განაწილებამდე ნედლი წყალი უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. ლაბორატიურიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ნაწილდება ქსელში და  24-საათიან რეჟიმში მიეწოდება  მოსახლეობას.

„ჯივიპის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ,  რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს  დადგენილ სტანდარტს. იმისთვის რომ  მდინარე არაგვიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელად ვარგისი გახდეს და ჩვენს ონკანებამდე მოვიდეს, რთული ტექნოლოგიური პროცესების  გავლა და მრავალი ადამიანის შრომაა საჭირო“, – განაცხადა „ჯივიპის“ წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ნიკურაძემ.

მისივე თქმით, სათავე ნაგებობებზე წყლის ხარისხი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება.

წყალმომარაგების ქსელში წყლის ხარისხის მონიტორინგი  თბილისის მასშტაბით 390 სხვადასხვა  წერტილში მიმდინარეობს.