„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ე.ანდრონიკაშვილის ქ. I შესახ. N 36-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ე.ანდრონიკაშვილისქ. I შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.