„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოებთან და წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მე-16 კმ-ის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილთან წყალმომარაგება უკვე აღდგენილია.
„დაზიანების სრულად აღსადგენად რთული ტექნიკური სამუშაოები გრძელდება და ახლით იცვლება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 11 ნოემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, სამადლოს, ტაბახმელას, შინდისს; წავკისში – სააკაძისა და დუმბაძის ქუჩებს, ჩერონის დასახლებას.
11 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაჟა-ფშაველას I, II, III კვარტლებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I, II, IV, V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის ქუჩას, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის ქუჩის ნაწილს. ზაქარიაძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტისა და ლვოვის ქუჩების ნაწილს, ლვოვის, ონიაშვილის, მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს, ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ფხაკაძის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, კაპანელისა და მიმდებარე ქუჩებს; თხინვალას აგარაკებს.
მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და გორგასლის ქუჩებს.
ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; ზაჰესში – მშვიდობის, აფხაიძის, ავჭალის, დიღმის მასივის I კვარტალს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.