„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და სახელმწიფო ელექტროსისტემა დაჯარიმდნენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დაჯარიმდა.
ამავე სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დაჯარიმდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც“.
სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველია კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით „ქსელის წესების” ცალკეული ტექნიკური მოთხოვნის შეუსრულებლობა.