„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე სამუშაოებს იწყებს
დღეს, 26 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.
ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. დღეს, 26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის ქუჩებს, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მამარდაშვილის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს. ხვალ, 27 იანვრის დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III და მიმდებარე ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე ქუჩებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც, დეტალურ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს.