„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“  ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება და ამსტერდამი-თბილისის რეისის ფასი 199 ევროს შეადგენს.

„დღეს გაიხსნება გაყიდვები ამსტერდამის რეისისთვის. როგორც სხვა რეისებზე, აქაც იგივე მოქმედებს: დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება. ერთი გზის, ამსტერდამი-თბილისის ფასი არის 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე “ , – აღნიშნულია განცხადებაში.