იტალიამ და ჩინეთმა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოაწერეს ხელი
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მისი მიზანი ორხმრივი ურთიერთოებების გადატვირთვაა.
„ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობის ერთგული რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აჩვენონ ნამდვილი თანამშრომლობა წესების დაცვით, რათა ყველა კომპანიას ჰქონდეს შესაძლებლობა, იმოქმედოს საერთაშორისო ბაზარზე თანაბარი პირობებით“, – განაცხადა მელონიმ.
ვიზიტის დროს მან ასევე ხელი მოაწერა სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს, სტიმული მისცეს რომისა და პეკინის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
როგორც მედია წერს, მელონის ოთხდღიანი ვიზიტი ჩინეთში მიზნად ისახავს იტალიის ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ორმხრივ ვაჭრობაში შესამჩნევი დისბალანსის გამოსწორებას.