ჯორჯია მელონი – გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს, მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

01:20, 13.04.2026

არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

პარალელურად კი, იტალიის პრემიერმა უნგრეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის თავისი ერის მსახურებას ოპოზიციიდანაც კი გააგრძელებს. იტალიასა და უნგრეთს ღრმა მეგობრობა აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესებისა და საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

მსგავსი