ჯორჯია მელონი - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სამწლიანი გეგმის მიზანია, იტალიამ და ჩინეთმა ვიმუშაოთ სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსებაზე
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
შეხვედრის დროს მელონიმ განაცხადა, რომ მსოფლიო იცვლება და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემა გამოწვევის წინაშე დგას.
„ჩვენ ამ ვიზიტით ვიწყებთ სამწლიან სამოქმედო გეგმას. გეგმა განსაზღვრავს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მომავალ სამ წელს, რომლის მიზანიცაა, გავაძლიეროთ უკვე ჩატარებული სამუშაოები, მაგრამ ასევე გამოვიკვლიოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები და ფორმები, პარალელურად კი, ვიმუშაოთ სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსებაზე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, იტალიას ასევე შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებულ წუხილებზე“, – განაცხადა მელონიმ სი ძინპინთან შეხვედრისას.