ჯორჯია მელონი – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს, გააძლიერებს იტალიისა და აშშ-ის თანამშრომლობას

03:00, 21.01.2025

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს, გააძლიერებს იტალიისა და აშშ-ის თანამშრომლობას, გლობალური გამოწვევების ერთად გადალახვითა და ჩვენი ხალხებისთვის კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლის შექმნით“, – წერს მელონი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის იქნება მზად ევროპასა და აშშ-ს შორის დიალოგის განმტკიცებისთვის“. მელონი გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მიწვეული იყო ტრამპის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში.

მსგავსი